Accentnews.ge
ბლინკენი – ალიევს: "აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს"

ბლინკენი – ალიევს: "აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს"

01/05/2023 05:51:41 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აშშ ამ კუთხით მხარდაჭერას გააგრძელებს.

"სახელმწიფო მდივანმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს და ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის მნიშვნელობას კომერციული და კერძო მანქანებისთვის", – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S