Accentnews.ge
ზელენსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს

ზელენსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს

01/05/2023 05:46:14 მსოფლიო

ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს უკრაინის დახმარებისთვის.

„მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოში თითოეულ ადამიანს, რომელიც ეხმარება ტერორისტების იზოლაციის გაძლიერებას და ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას. მადლობელი ვარ ამერიკის მილიარდ 200 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებისთვის ჩვენი ბიუჯეტის მხარდასაჭერად. მადლობელი ვარ იტალიის ჩვენი ქვეყნის აღდგენაში ძალისხმევისთვის. ჩვენ ყველა ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S