Accentnews.ge
ზალუჟნი – რუსეთის მიერ დღეს გამოყენებული 18 რაკეტიდან 15 გავანადგურეთ

ზალუჟნი – რუსეთის მიერ დღეს გამოყენებული 18 რაკეტიდან 15 გავანადგურეთ

01/05/2023 05:28:20 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი შეტევა განახორციელეს კასპიის ზღვის და მურმანსკის ოლქის რაიონებიდან სტრატეგიული ავიაციის 11 თვითმფრინავის ტუ-95 გამოყენებით.

გენერალ ზალუჟნის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო დარტყმების შედეგად პავლოგრადის რაიონში დაზიანებულია 40-ზე მეტი სახლი და 6 სასწავლო დაწესებულება. დაიწვა 1 საწარმო. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 25 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

რუსეთის თავდასხმის გამო, ადგილობრივი დროით 03:00 საათის შემდეგ საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვადასხვა ოლქში. განგაში დაახლოებით 07:00 საათისთვის შეწყდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S