ზელენსკი: უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას საბრძოლო თვითმფრინავების მიღებამდე
29/04/2023 14:54:57 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ვერ გაწელავს თავისი ტერიტორიების დეოკუპაციის დროს იქამდე, სანამ პარტნიორები F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონტრშეტევა მანამდე უნდა დაიწყოს.
„ეს ძალიან დაგვეხმარებოდა... მაგრამ ჩვენ გვესმის. რომ ამდენ ხანს ვერ გავწელავთ, ჩვენ დავიწყებთ F-16-ის ან სხვა რამის მიღებამდე. რუსეთის დამშვიდებას, რომ კიდევ გვაქვს რადენიმე თვე, ფრენის სასწავლად და ამის მერე დავიწყებთ... არა, ასე არ იქნება, ჩვენ დავიწყებთ და წავალთ წინ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის სჯერა, რომ კონტრშეტევა იქნება წარმატებული და ამით უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია დაიწყება.
„ჩვენ რაც შეიძლება, მეტი სიცოცხლის გადარჩენა გვინდა, ამიტომაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იარაღს“, - ამბობს ზელენსკი, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინა დაიბრუნებს ყირიმს.
ვაშინგტონსა და უკრაინის დამხმარე დასავლეთის სხვა ქვეყნებს შორის ჯერ–ჯერობით არ არის მიღწეული შეთანხმება F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე.


