ჩავუშოღლუ – თურქეთის, რუსეთის, ირანისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა, მაისში მოსკოვში შეხვედრა გამართონ
29/04/2023 10:04:11 მსოფლიო
რუსეთის, ირანის, სირიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა, მაისში მოსკოვში შეხვედრა გამართონ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
დასავლური მედიის შეფასებით, შეხვედრა შეეხება თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობის აღდგენის მცდელობას.
„ჩვენ მივიღეთ რამდენიმე შემოთავაზება შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან მაისის პირველი ათი დღის განმავლობაში, გადავხედეთ აღნიშნულ დღეებს და ჩვენთვის მისაღებია. როგორც ჩანს, ერთ-ერთი დღე ასევე მისაღები იქნება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვისაც, რომ შემოურთდეს შეხვედრას, თუმცა ჯერ დაზუსტებული არ არის. შეხვედრის ადგილი იქნება მოსკოვი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.


