Accentnews.ge
ანექსირებულ სევასტოპოლში ნავთობის ბაზა იწვის

ანექსირებულ სევასტოპოლში ნავთობის ბაზა იწვის

29/04/2023 06:52:37 მსოფლიო

ანექსირებულ სევასტოპოლში საწვავის რეზერვუარს აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ავზი სავარაუდოდ, დრონის თავდასხმის შედეგად აალდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა გაავრცელა.

მისი თქმით, ცეცხლი დაახლოებით ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული, მას საშიშროების მეოთხე დონე აქვს მინიჭებული.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც მანა აღნიშნა, სამოქალაქო ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება.

ცეცხლს 20-მდე სახანძრო ბრიგადა აქრობს.

რაზვოჟაევმა სევასტოპოლზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ კვირის დასაწყისშიც განაცხადა. მისი ინფორმაციით, მაშინ არც ერთი ობიექტი არ დაზიანებულა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი თავდასხმა განხორციელდა ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. 2023 წლის თებერვალში, დრონების დარტყმის შემდეგ, ტუაფსეში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. 2022 წლის ნოემბერში დრონები თავს დაესხნენ ნავთობის საცავს ბრიანსკისა და ორიოლის რეგიონებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S