Accentnews.ge
მოსკოვის სასამართლომ კონდიტერი ანტისაომარი ტორტებისთვის დააჯარიმა

მოსკოვის სასამართლომ კონდიტერი ანტისაომარი ტორტებისთვის დააჯარიმა

28/04/2023 19:27:26 მსოფლიო

BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ კონდიტერი ანასტასია ჩერნიშევა "ჯარის დისკრედიტაციის" მუხლით, 35 000 რუბლით დააჯარიმა.

22 წლის ჩერნიშევა უკვე ერთი წელია აცხობს და ყიდის ტკბილეულს ანტისაომარი და საპროტესტო ლოზუნგებით.

ჩერნიშევა პოლიციელებმა გუშინ დააკავეს, თუმცა იზმაილოვსკის პოლიციის განყოფილებიდან ადმინისტრაციული ოქმით გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S