
აქციაზე სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ: "მინდა, ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც არ მომატყუებენ"
14/11/2019 15:07:28 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სასულიერო პირებიც მივიდნენ.
ოქროყანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა თომა ყალამბეგაშვილი ამბობს, რომ აქციაზე მისვლით საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს იხდის.
"მინდა ვცხოვრობდე ნორმალურ ქვეყანაში, სადაც რომ შემპირდებიან, შეპირებულს არ მომატყუებენ, შეასრულებენ. პატარა ბავშვებს ვეუბნებით, ტყუილი არ თქვა",- განაცხადა სასულიერო პირმა.
მისივე თქმით, ის აქციაზე პირად პოზიციას აფიქსირებს, ხოლო "საპატრიარქოს აქვს თავისი საშუალებები პოზიციის გამოხატვის"
"მე რასაც ვლაპარაკობ, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება," - ამბობს სასულიერო პირი.