Accentnews.ge
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს

28/04/2023 16:50:13 რეგიონები, რეკლამა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის ფარგლებში, ბოტანიკურ ბაღში მოეწყო ჰერბარიუმებისა და ქოთნის მცენარეების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა ახალგაზრდა ზუგდიდელი მხატვრის ნინო ქირიას ნამუშევრების გამოფენა, საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,მდგრადი განვითარების მიზნები“.

ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე გამოფენა-გაყიდვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან ერთად სტუმრობდა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპული მარშრუტის ასოციაციას 2022 წლიდან შეუერთდა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ბაღის პოპულარიზაციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S