
ძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა
28/04/2023 14:12:06 საზოგადოება
ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ლოკაციაზე 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა.
ძაღლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ძაღლი გუშინ გარდაიცვალა.
მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის როზა ჯანაშიას ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.