Accentnews.ge
გონჩარენკო -    "PACE-ში "ოცნების" არცერთმა წარმომადგენელმა არ მისცა ხმა პუტინისა და ლუკაშენკოს დაგმობას, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა"

გონჩარენკო - "PACE-ში "ოცნების" არცერთმა წარმომადგენელმა არ მისცა ხმა პუტინისა და ლუკაშენკოს დაგმობას, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა"

28/04/2023 12:37:19 პოლიტიკა

საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება არჩია, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, "PACE-ში მმართველი პარტიის არცერთმა წარმომადგენელმა არ მისცა ხმა პუტინისა და ლუკაშენკოს დაგმობას"

„დროა, მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”, - წერს უკრაინელი დეპუტატი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს დელეგაციის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ​საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციაში იყვნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ირაკლი ჩიქოვანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ხატია წილოსანი და გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რატომ არ მიიღო საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდთანაა გათანაბრებული.

როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებს, სტრასბურგიდან უკვე გამოფრენილები იყვნენ, როდესაც რეზოლუცია კენჭისყრაზე გავიდა.

„ეს არის სპეკულაცია, რომელიც აიწია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და თქვენ ხელს უწყობთ ამას. დღის წესრიგში ეს საკითხები შედის ბოლო მომენტში, ამიტომ ჩვენ უკვე გამომგზავრებულები ვიყავით… ჩვენ აქედან როცა მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე ბილეთები ნაყიდი იყო იმიტომ, რომ ჩვენ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, გამონაკლისი ამაზე არ არსებობს. შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინწინ და გამოვემგზავრეთ. დღეს დილით მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა, გვაქვს კომიტეტი და ასე შემდეგ. ეს არის მანიპულაცია, რადგან ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საკითხს შეერთებული ვართ. მანიპულაციურ განცხადებებს მორჩით!“, - მიმართა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ რატომ არ იღებდა მონაწილეობას ქართული მხარე კენჭისყრაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S