Accentnews.ge
ვაკეში, უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე 28 აპრილიდან 26 აგვისტოს ჩათვლით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ვაკეში, უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე 28 აპრილიდან 26 აგვისტოს ჩათვლით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

28/04/2023 10:30:33 საზოგადოება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკეში, უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

უწყების განმარტებით, შეზღუდვა 28 აპრილს 16:00 საათიდან ამოქმედდება და 26 აგვისტოს 00:00 საათამდე გაგრძელდება.

"ვაკის რაიონში, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 აპრილის 16:00 საათიდან 26 აგვისტოს 00:00 საათამდე ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

გადაადგილების შეზღუდვა უჩანეიშვილის ქ. N8-დან უჩანეიშვილის I გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს უჩანეიშვილის II გასასვლელის, მალხაზ დოლიძის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის გამოყენებით.

შეზღუდვის პერიოდში N450 მიკროავტობუსი წყნეთის გზატკეცილიდან უჩანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩით და შემდეგ გზას არსებული სქემის მიხედვით გააგრძელებს," - აცხადებს თბილისის მერია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S