Accentnews.ge
კიევში ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები ჩავიდნენ

კიევში ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები ჩავიდნენ

28/04/2023 08:31:00 მსოფლიო

უკრაინაში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი და სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა ჩავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორივე პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება.

უკრაინაში ჩასვლის შემდეგ პეტრ პაველი და ზუზანა ჩაპუტოვა პირველად ბოროდიანკაში ჩავიდნენ, სადაც რუსული რაკეტებითა და საჰაერო დაბომბვით განადგურებული საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევები მოინახულეს.

ორი მეზობელი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა იმ დღეს, როდესაც რამდენიმე ქალაქსა და მათ შორის კიევზე რუსეთის მხრიდან კიდევ ერთ მასიური სარაკეტო იერიშები განხორციელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S