Accentnews.ge
საქსტატი – 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა

საქსტატი – 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა

28/04/2023 07:55:20 ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.2 პროცენტით განისაზღვრა.

2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.

მარტში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.2%-ით მეტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S