Accentnews.ge
უმანზე რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

უმანზე რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

28/04/2023 06:53:39 მსოფლიო

უკრაინის ქალაქ უმანში, ჩერკასის რაიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელში წერს.

გერაშენკოს ცნობით, კიდევ ცხრა ადამიანი საავადმყოფოშია. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება.

მომხდარის გამო ქალაქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

უმანში რუსების მიერ ნასროლი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ამ დროის მონაცემებით, დაშავდა 17 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S