Accentnews.ge
ჩერკასის გუბერნატორი - უმანში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა

ჩერკასის გუბერნატორი - უმანში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა

28/04/2023 06:20:01 მსოფლიო

რუსული ძალების მიერ დღეს დილით ჩერკესის ოლქის ქალაქ უმანში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა, - ამის შესახებ ჩერკასის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ ტაბურეცმა განაცხადა.

რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

გამთენიისას რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ლუგანსკის ოლქის და ყირიმის გარდა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S