
რუსთავში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 25 წლის კაცი გარდაიცვალა
28/04/2023 06:15:33 საზოგადოება
რუსთავში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 25 წლის კაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიან ღამით, მე-7 მიკრო რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, იგი ოჯახის წევრებთან კონტაქტზე არ გადიოდა და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
წინასწარი ინფორმაციით, co-ს გაჟონვა საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.