Accentnews.ge
პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების დეპორტაციას ითვალისწინებს

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების დეპორტაციას ითვალისწინებს

28/04/2023 05:54:03 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, შესაძლებელი იქნება უკანონოდ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მცხოვრები იმ უკრაინელების დეპორტაცია, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე უარს განაცხადებენ.

მედიის ინფორმაციით, ეს ადამიანები უნდა გახდნენ რუსეთის მოქალაქეები, ან განაცხადონ, რომ არსებული მოქალაქეობის შენარჩუნება სურთ და უარი თქვან რუსეთის მოქალაქეობაზე.

განკარგულების თანახმად, ასეთი მოქალაქეები ოკუპურებულ ტერიტორიებზე ცხოვრების უფლრებას 2024 წლის 1 ივლისამდე ინარჩუნებენ, სამომავლოდ კი უცხოელებად ჩაითვლებიან. მეტიც, თუ ასეთი ადამიანები „ეროვნულ უსაფრთხოებას“ ემუქრებიან, გეგმავენ ექსტრემისტულ და ტერორისტულ დანაშაულებს, ისინი შეიძლება გააძევონ.

2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოთხი რეგიონის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის, ანექსია გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S