Accentnews.ge
რუსეთს არ აქვს საკმარისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად – გაჟონილი ინფორმაცია

რუსეთს არ აქვს საკმარისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად – გაჟონილი ინფორმაცია

27/04/2023 19:05:01 მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებული ძალების კერძოდ, "როსგვარდიის" პერსონალის დეფიციტი ხელს შეუშლის რუსეთს სრული კონტროლის დამყარებაში უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - აღნიშნულია სოციალურ მედიაში გაჟონილ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" შეისწავლა.

როგორც 2023 წლის თებერვლის ბოლოს დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა 2022 წლის აგვისტოში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის მინიმუმ, 27,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე იყო გადასროლილი. მას შემდეგ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ ჯარებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. გაჟონილ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ მიიღო მრავალი დამატებითი დავალება იმისთვის, რომ ფრონტის ხაზს მიღმა დაეკავებინა რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, რამაც პირადი შემადგენლობის დანაკარგი და დეფიციტი კიდევ უფრო გაზარდა.

რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარები („როსგვარდია“) 2016 წელს შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ბაზაზე. 2017 წლის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის გვარდიის რიგებში 340 ათასი თანამშრომელი იყო.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ამ სტრუქტურის სპეცდანიშნულების („ომონის“) დანაყოფებმა, რომელთა დახმარებით იგეგმებოდა წესრიგის დაცვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს კიევისა და ხარკოვის მახლობლად.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში განცდილი დანაკარგებზე საჯაროდ არ საუბრობს.

რუსეთის ხელისუფლება მწირ ინფორმაციას ასაჯაროებს თავის დანაკარგებზე უკრაინაში - 2022 წლის სექტემბერში მან 5,937 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა. დასავლეთის მონაცემებით რუსეთის მთლიანი დანაკარგები - ანუ დაღუპულები და დაჭრილები - დაახლოებით 200 000 ადამიანს უტოლდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S