Accentnews.ge
კადიროვმა ომში გაგზავნა სპეცრაზმი „ახმატ-1", რომელმაც 26 მებრძოლი დაკარგა

კადიროვმა ომში გაგზავნა სპეცრაზმი „ახმატ-1", რომელმაც 26 მებრძოლი დაკარგა

27/04/2023 17:45:07 მსოფლიო

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მისი გადაწყვეტილებით გაიგზავნა „როსგვარდიის“ რესპუბლიკურ სამმართველოში შემავალი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატ 1“.

კადიროვის თქმით, „ომონი“ ომში იგზავნება იმისათვის, რათა ბრძოლის ველზე ჩაანაცვლოს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მონაწილე სხვა ქვედანაყოფი. ამასთან სპეცრაზმ „ახმატ-1-ის" ზოგიერთი მებრძოლი უკვე მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

სპეცდანიშნულების დანაყოფი ჩეჩნეთში შეიქმნა 2022 წლის სექტემბერში, „როსგვარდიის“ დირექტორატის ნავთობისა და გაზის ობიექტების დაცვის პოლიციის პოლკის რეორგანიზაციის შემდეგ. სახელმწიფო სააგენტო "გროზნო-ინფორმის" ინფორმაციით, ქვედანაყოფი 2 000 ადამიანზეა გათვლილი. „ახმატ-1-ის" მეთაურად რამზან კადიროვთან დაახლოებული ზაურბეკ რაშაევი დაინიშნა.

საიტ „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, უკრაინაში სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატ-1-ის" 26 მებრძოლია დაღუპული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S