ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა
27/04/2023 16:47:18 მსოფლიო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში წერია.
რეზოლუციის სრული სახელწოდებაა, “უკრაინელი ბავშვებისა და სხვა სამოქალაქო პირების რუსეთის ფედერაციაში ან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტაცია და ძალადობრივი გადაადგილება: მათი უსაფრთხო დაბრუნებისთვის პირობების შექმნა, ამ დანაშაულების შეწყვეტა და დამნაშავეების დასჯა.”
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების რუსეთში უკანონოდ დეპორტაციის პრაქტიკა ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე მიმდინარეობდა.


