Accentnews.ge
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

27/04/2023 15:43:30 პოლიტიკა

ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეს–სამსახურის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.

„ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლას 18 აპრილს აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიმართვა გადაიდო. პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის გადადების მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ წერილობითი თანხმობა გასცა პრეზიდენტის ვიზიტზე და მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. ადმინისტრაციამ დაასახელა თარიღები, როდესაც პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა წერილობით მისცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S