Accentnews.ge
კულება - უკრაინისთვის „ეფ-16“-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად ესკალაციის პროვოცირებისა, ნაბიჯის გადადგმის დროა

კულება - უკრაინისთვის „ეფ-16“-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად ესკალაციის პროვოცირებისა, ნაბიჯის გადადგმის დროა

27/04/2023 14:09:13 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად ესკალაციის პროვოცირებისა. ამის შესახებ კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„შეიარაღების სახეობები, რომლებზეც გვითხრეს, რომ უკრაინისთვის მათი მიწოდება ესკალაციის პროვოცირებას გამოიწვევდა, თუმცა ეს არასდროს მომხდარა: არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. ასევე „ეფ-16“-ები. უკრაინისთვის „ეფ-16“-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად მისი პროვოცირებისა. ნაბიჯის გადადგმის დროა“, – წერს კულება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S