Accentnews.ge
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ერდოღანის დაავადებას ასახელებს

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ერდოღანის დაავადებას ასახელებს

27/04/2023 13:20:22 მსოფლიო

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩმას განცხადებით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ინფექციური გასტროენტერიტი აქვს.

მისი თქმით, ერდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და იგი უახლოეს ხანში გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას.

„ინფექციური გასტროენტერიტის ეფექტი, რომელიც პრეზიდენტს აღენიშნება, შემცირებულია“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

25 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ ტელეკომპანიებთან პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს თავი შეუძლოდ იგრძნო. ეთერი დროებით შეწყდა, სტუდიაში დაბრუნებულმა ერდოღანმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ვირუსული გასტროენტერიტი აქვს.

მოგვიანებით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთის პრეზიდენტს მიოკარდიუმის ინფარქტი აქვს და კლინიკაში გადაიყვანეს. ეს ცნობა დღეს პრეზიდენტის ოფისმა უარყო.

14 მაისს თურქეთში პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S