Accentnews.ge
GLOBSEC – დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაღმული ტერიტორია უკრაინაშია

GLOBSEC – დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაღმული ტერიტორია უკრაინაშია

27/04/2023 12:01:29 მსოფლიო

ანალიტიკურმა ცენტრმა GLOBSEC-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაღმული ტერიტორია უკრაინაშია და ამ მაჩვენებლით ქვეყანა ავღანეთისა და სირიის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება.

ცენტრის ცნობით, უკრაინის ტერიტორიის თითქმის მესამედი (174 000 კვ.კმ), რომელიც ოკუპირებულია, უნდა შემოწმდეს რუსული არმიის მიერ იქ დატოვებული საბრძოლო მასალისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების გამო.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპანტები უკან დახევის დროს ნაღმავენ ტერიტორიას და ასაფეთქებლებს ტოვებენ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებზეც კი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის, „განაღმვითი სამუშაოები კატასტროფულად ნელა მიმდინარეობს“ და ამ დროისათვის ტერიტორიის მხოლოდ 64 კვ. კილომეტრია გაწმენდილი. სამუშაოების უმეტესობას უკრაინის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების საიდუმლო სამსახურები ახორციელებენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

"მარტივი არითმეტიკით სავარაუდოა, რომ თუ ეს მაჩვენებლები შენარჩუნდება, 2700 წელზე მეტი დასჭირდება უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან სრულად გაწმენდას"- ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S