
ხვალიდან თბილისში უკრაინული ხელოვნების ფესტივალი - Bouquet Kyiv Stage იწყება
27/04/2023 10:56:30 საზოგადოება
იმპერიულ ბოროტებასთან ბრძოლაში უკრაინელებისა და ქართველების, სინათლის მხარეს მყოფი ხალხის გაერთიანების მიზნით, თბილისში ვმართავთ უკრაინული ხელოვნების ფესტივალს Bouquet Kyiv Stage, - ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ფესტივალი 28-30 არილს გაიმართება.
"უკრაინა+საქართველო.გვერდიგვერდ!
მეორე წელი დაიწყო, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ ომმა განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა ყველა უკრაინელი, მთელი ჩვენი ქვეყანა და ასევე გამოიწვია გლობალური ცვლილებები მთელ მსოფლიოში.მსოფლიო დაიყო თეთრად და შავად, სინათლედ და სიბნელედ. ერთი მხრივ, ცივილიზებული სამყარო რუსეთის ფედერაციის სისასტიკისა და ბარბაროსობის, უკრაინელი ხალხის გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და 21-ე საუკუნეში გაუგონარი საერთაშორისო სამართლის ნორმების ტოტალური დარღვევის მოწმე გახდა. მეორე მხრივ, დემოკრატიული სამყაროს ხალხები გაერთიანდნენ რაშისტული ბოროტების წინააღმდეგ; ყველა ერი ფეხზე წამოდგა იმ ფასეულობების დასაცავად, რომლებიც წლების განმავლობაში იყო გამოცხადებული მაღალი ტრიბუნებიდან - თავისუფლება, ადამიანის სიცოცხლის ღირებულება, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლება. დღეს ეს ღირებულებები თავის ნამდვილ მნიშვნელობას იბრუნებს.უკრაინის ომი - უფრო მეტია, ვიდრე ომი სისხლისმსმელ ოკუპანტთან, ეს არის ბრძოლა დემოკრატიული და საყოველთაო ღირებულებებისთვის.
უკრაინა, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე დგას, იცავს ამ ღირებულებებს მთელი მსოფლიოსთვის და უაღრესად მაღალ ფასს იხდის სინათლის გამარჯვებისთვის იმპერიულ ბოროტებაზე.უკრაინის გამარჯვება გახდება ცვლილებების მამოძრავებელი ძალა მთელ მსოფლიოში და, პირველ რიგში, საქართველოში.
საქართველომ, რომელიც გადაურჩა რუსეთის ფედერაციასთან ომს, საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რა არის ოკუპაცია, რაშისტების სისასტიკე და გენოციდი.2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, პატარა ქვეყანა მარტო აღმოჩნდა იმპერიულ ურჩხულთან, მსოფლიომ კიდევ ერთხელ დახუჭა თვალი მასზე და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება. უგულო კომპრომისებმა, მსოფლიოს სურვილმა დარჩენილიყო კომფორტის ზონაში, რუსეთის ფედერაციის დანაშაულების ხანგრძლივმა დაუსჯელობამ მსოფლიო დამანგრეველი ომისკენ მიიყვანა 21-ე საუკუნეში.მაგრამ დღეს სიტუაცია სხვაგვარია: მსოფლიომ ისწავლა ისტორიის გაკვეთილები და გაერთიანდა რაშისტული ბოროტების წინააღმდეგ. ერთიანი სამყარო დაამარცხებს რაშიზმს, სინათლე დაამარცხებს სიბნელეს!
იმპერიულ ბოროტებასთან ბრძოლაში უკრაინელებისა და ქართველების, სინათლის მხარეს მყოფი ხალხის გაერთიანების მიზნით, თბილისში ვმართავთ უკრაინული ხელოვნების ფესტივალს Bouquet Kyiv Stage. Bouquet Kyiv Stage ფესტივალი მიზნად ისახავს ხელოვნების ენაზე:
- მადლობა გადაუხადოს ქართველი ხალხის იმ შეგნებულ, თავისუფლებისმოყვარე ნაწილს, რომელიც საკუთარ თავს ქართველს უწოდებს. ბევრი მოხალისე საქართველოდან იცავს უკრაინას რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში. უკრაინის გამარჯვებისთვის ეს ჯარისკაცები მზად არიან გაწირონ ყველაზე ძვირფასი - თავიანთი სიცოცხლე
- პატივი სცეს უკრაინის ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას და მხარი დაუჭიროს მათ ოჯახებს ფესტივალის საქველმოქმედო აქციების წყალობით.
- თბილისს დაუბრუნოს თავისუფლებისა და შეუპოვრობის სულისკვეთება და რწმენა იმისა, რომ გაერთიანებული ცივილიზებული სამყარო დღეს მზადაა საბოლოოდ აღმოფხვრას რუსული იმპერიული ბოროტება.
- გააერთიანოს ჩვენი ერები კულტურული გაცვლისა და თანაშემოქმედების გზით.
- წარმოაჩინოს უკრაინული და ქართული მსოფლიო დონის კულტურული საგანძური, რომელიც იმპერიული რუსეთის მიერ მრავალი ათწლეულის მანძილზე წაშლილი იყო მსოფლიოს კულტურული რუკიდან", - აცხადებენ ორგანიზატორები.
პროგრამა იხილეთ: