Accentnews.ge
საქსტატი – 2022 წელს საქართველოში 180 ათასი იმიგრანტი შემოვიდა, მათგან 62 304 – რუსეთიდან

საქსტატი – 2022 წელს საქართველოში 180 ათასი იმიგრანტი შემოვიდა, მათგან 62 304 – რუსეთიდან

27/04/2023 09:22:27 ეკონომიკა

საქსტატმა 2022 წლის მიგრაციის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო იყო - ეს არ ნიშნავს, რომ უცხოეთიდან საქართველოში უფრო მეტი ქართველი დაბრუნდა, არამედ ამის მიზეზი უცხოელთა საქართველოში მიგრაცია იყო.

2022 წელს საქართველოში 180 ათასი იმიგრანტი შემოვიდა (აქედან 54 ათასი საქართველოს მოქალაქე), ხოლო ქვეყნიდან 125 ათასი პირი ემიგრირდა (აქედან 101 ათასი საქართველოს მოქალაქე იყო).

შედეგად, საქართველოს მიგრაციულმა სალდომ, ანუ სხვაობამ ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის 54,509 შეადგინა. ასეთი დიდი მიგრაციული სალდო საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობა გასულ წელს 1.3%-ით გაიზარდა.

მოქალაქეობის მიხედვით, იმიგრანტების რაოდენობა ასე ნაწილდება:

1. რუსეთის ფედერაცია - 62,304 ადამიანი;

2. საქართველო - 54,405 ადამიანი;

3. უკრაინა - 20,716 ადამიანი;

4. ბელარუსი - 13,361 ადამიანი;

5. ინდოეთი - 3,948 ადამიანი.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S