Accentnews.ge
რომელ ქუჩებზე შეძლებენ 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსები მოძრაობას საავტობუსე ზოლებში

რომელ ქუჩებზე შეძლებენ 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსები მოძრაობას საავტობუსე ზოლებში

27/04/2023 09:05:42 საზოგადოება

ცნობილია იმ 20 ქუჩისა და გამზირის დასახელება, სადაც 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსები საავტობუსე ზოლებში მოძრაობას შეძლებენ, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

ეს ქუჩები და გამზირებია:

  • თამარ მეფის გამზირი;
  • რუსთაველის გამზირი;
  • პეკინის გამზირი;
  • მოსკოვის გამზირი;
  • გრიგოლ რობაქიძის გამზირი;
  • ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი;
  • ქეთევან დედოფლის გამზირი;
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი;
  • ჯავახეთის ქუჩა;
  • ვიქტორ კუპრაძის ქუჩა;
  • სესილია თაყაიშვილის ქუჩა;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი;
  • გრიგოლ ორბელიანის მოედანი;
  • მერაბ კოსტავას ქუჩა;
  • ჟიული შარტავას ქუჩა;
  • ანა კალანდაძის ქუჩა;
  • მიხეილ თამარაშვილის ქუჩა;
  • ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა;
  • მირიან მეფის ქუჩა;
  • პეტრე იბერის ქუჩა.

26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მერია A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელ მძღოლებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობდა.

„A კატეგორიის ტაქსებს, თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1 ივნისიდან საავტობუსე ზოლებში მოძრაობის საშუალება ეძლევათ“, - განაცხადა მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S