Accentnews.ge
პოლონეთის ჩრდილოეთში სავარაუდოდ, რუსული რაკეტა ჩამოვარდა

პოლონეთის ჩრდილოეთში სავარაუდოდ, რუსული რაკეტა ჩამოვარდა

27/04/2023 08:34:56 მსოფლიო

პოლონეთის ჩრდილოეთში "საჰაერო ბაზირების ამოუცნობი სამხედრო ობიექტის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს სავარაუდოდ, რუსული წარწერებით. საუბარი შეიძლება, იყოს საავიაციო რაკეტაზე, - იუწყება უცხოური მედია.

ტყეს, სადაც ობიექტი ჩამოვარდა, სამხედრო პოლიცია იცავს. ამჟამად ადგილზე გამომძიებლები და გამნაღმველები მუშაობენ.

როგორც გაზეთ "ვიბორჩას" ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განუცხადეს, 26 აპრილს სოფელ ზამოსცის სიახლოვეს ციდან ან რაკეტა, ან უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

ფაქტს პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. როგორც "ტვიტერში" უწყების ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სხვა კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S