Accentnews.ge
WP: მძიმე სანქციების მიუხედავად, რუსეთი კიდევ ერთი წლით შეძლებს ომის დაფინანსებას

WP: მძიმე სანქციების მიუხედავად, რუსეთი კიდევ ერთი წლით შეძლებს ომის დაფინანსებას

27/04/2023 07:53:34 მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული უპრეცედენტოდ მძიმე საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთს აქვს საკმარისი საშუალებები ომის, სულ მცირე, კიდევ ერთი წლით დასაფინანსებლად, – იუწყება Washington Post. მისი ცნობით, ამერიკული დაზვერვის ამ შეფასების ამსახველი დოკუმენტი იყო პენტაგონის საიდუმლო მასალებს შორის, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცეში გაჟონა.

"ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი სანქციებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზეწოლასთან გასამკლავებლად სულ უფრო მეტად ეყრდნობა კორპორაციული გადასახადების მატებას, სტაბილიზაციის ფონდს, იმპორტის გაზრდას და ახალ პირობებთან ბიზნესის ადაპტირებას. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბიზნესელიტაში ყველა არ იზიარებს უკრაინის მიმართ კრემლის კურსს და საერთაშორისო სანქციების გამო ზარალს განიცდიან, პუტინის მხარდაჭერაზე უარს ვერ იტყვიან. ამასთან, Washington Post-ს მოჰყავს ექსპერტთა შეფასებები, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ეფექტიანობა განისაზღვრება ფაქტორების გაცილებით რთული ერთობლიობით, ვიდრე დაზვერვის ანგარიშშია მოყვანილი. მათ შორის, დოკუმენტი არ მოიცავს სანქციების ბოლო პაკეტების ეფექტიანობის და რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების პოტენციური შედეგების შეფასებას", – იუწყებ გამოცემა.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საჯარო სივრცეში გაჟონვის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ 13 აპრილს დააკავა ეროვნული გვარდიის 21 წლის თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S