Accentnews.ge
ზელენსკი – რუსეთი არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი ყველაფერი უკრაინულის განადგურებაა

ზელენსკი – რუსეთი არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი ყველაფერი უკრაინულის განადგურებაა

27/04/2023 07:08:51 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ ნიკოლაევის ოლქზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ დამპყრობელი ქვეყანა არასდროს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ამ ომის მთავარი მიზანი ტერორი, ყველაფერი უკრაინულის განადგურებაა.

"დამპყრობელი ქვეყანა არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი არის ტერორი და უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურება

ღამით რუსეთმა ნიკოლაევი შავი ზღვიდან გაშვებული ოთხი კალიბრის რაკეტით დაბომბა. მაღალი სიზუსტის იარაღი მიმართული იყო კერძო სახლების, ისტორიული შენობისა და მაღალსართულიანი შენობისკენ.ამ დროისთვის ცნობილია 1 დაღუპული და 23 დაჭრილი, მათ შორის ერთი ბავშვი", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინა იპოვის ყველა დამნაშავეს და ისინი პასუხს აგებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S