Accentnews.ge
ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით აღიჭურვა

ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით აღიჭურვა

27/04/2023 06:26:15 რეგიონები, რეკლამა

ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით გააგრძელებს საქმიანობას. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოთის მუნიციპალური ინსპექცია 2022 წელს ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა.

„სამსახური, ქალაქის იერსახის, გარე-რეკლამის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, ფოთის ტერიტორიაზე მშენებლობის, კომპეტენციის ფარგლებში სანიტარული კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს.

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი გააგრძელებს აქტიურ ზრუნვას ქალაქში იერსახის, წესრიგისა და სისუფთავის დასაცავად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S