ზელენსკი - რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს
27/04/2023 06:24:52 მსოფლიო
რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ჩერნობილის კატასტროფის წლისთავზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს რაფაელ გროსის რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელოვნურად შექმნილ კატასტროფის საფრთხეზე ესაუბრა.
"მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროპაში, მთელ მსოფლიოში. რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა რაფაელ გროსის სოციალური ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგურის პერსონალისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ითვალისწინებს.


