Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – ბახმუტისა და მარინკისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება

უკრაინის გენშტაბი – ბახმუტისა და მარინკისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება

27/04/2023 05:59:33 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 39 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 61-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 54 შეტევა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტსა და მარინკაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის 2 საშუალება და კიდევ 2 მნიშვნელოვანი სამხედრო ობიქეტი. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 6 უპილოტო საფრენი აპარატიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S