Accentnews.ge
ანკარა უარყოფს, რომ პრეზიდენტ ერდოღანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს

ანკარა უარყოფს, რომ პრეზიდენტ ერდოღანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს

27/04/2023 05:52:21 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ცნობებს, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ კატეგორიულად უარყოფენ უსაფუძვლო განცხადებებს პრეზიდენტ ერდოღანის ჯანმრთელობის შესახებ.

ამასთან, ალთუნის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი ონლაინ მიიღებს მონაწილეობას ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში, რომელიც დღეს გაიმართება.

როგორც ერდოღანის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, "ვერანაირი დეზინფორმაცია ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ თურქი ხალხი მხარს უჭერს თავის ლიდერს და ერდოღანი და მისი პარტია 14 მაისის არჩევნებში გამარჯვებას აპირებენ".

25 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა თავი შეუძლოდ იგრძნო ადგილობრივ ტელეკომპანიებთან პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს. ეთერი დროებით შეწყდა, სტუდიაში დაბრუნებულმა ერდოღანმა კი, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ვირუსული გასტროენტერიტი აქვს.

მოგვიანებით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთის პრეზიდენტს მიოკარდიუმის ინფარქტი აქვს და კლინიკაში გადაიყვანეს.

26 აპრილს, თურქეთის პრეზიდენტმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ექიმების რჩევით იგი ერთი დღით სახლში დაისვენებდა.

14 მაისს თურქეთში პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S