Accentnews.ge
ბაიდენი - ტრამპი აშშ-ის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ბაიდენი - ტრამპი აშშ-ის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს

27/04/2023 05:48:44 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის დემოკრატიისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთობლივი პრეს–კონფერენციის დროს განაცხადა.

„მე, შესაძლოა, ერთადერთი არ ვიყო, ვისაც დონალდ ტრამპის დამარცხება 2024-ში შეუძლია, თუმცა კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს იგი ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა“, – განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანია 25 აპრილს დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ტრამპიც გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S