Accentnews.ge
უკრაინა – რუსებმა ნიკოლაევს შავი ზღვის აკვატორიიდან „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა ესროლეს

უკრაინა – რუსებმა ნიკოლაევს შავი ზღვის აკვატორიიდან „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა ესროლეს

27/04/2023 05:46:44 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოლაევზე წუხანდელი თავდასხმისას რუსეთმა „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გამოიყენა.

მისი ცნობით, მომხდარის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 1 ადამიანი და 23 დაიჭრა.

სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია 1 საცხოვრებელი კორპუსი, 2 კერძო სახლი და კიდევ ერთი შენობა.

სამხრეთის ოპერატიული სარდლობის სპიკერ ვლადისლავ ნაზაროვის განცხადებით, "ნიკოლაევს შავი ზღვის აკვატორიიდან „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა ესროლეს , რომელიც მაღალი სიზუსტის იარაღია და წინასწარ განსაზღვრული კოორდინატებით მოქმედებს, ამიტომ, აშკარაა მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორის ფაქტი".

  • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს დოკუმენტურად დადასტურებული აქვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილამდე დაიღუპა 8 572 და დაიჭრა 14 441 სამოქალაქი პირი. უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით, რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ოკუპირებული და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან ვერ ხერხდება ინფორმაციის დროულად მიღება და გადამოწმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S