ხერსონთან La Repubblica-ს კორესპონდენტის ადგილობრივი ასისტენტი დაიღუპა
27/04/2023 05:38:00 მსოფლიო
უკრაინაში, ქალაქ ხერსონთან რუსეთის არმიის მიერ ანტონოვსკის ხიდისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად იტალიური გამოცემის La Repubblica-ს კორესპონდენტის ადგილობრივი ასისტენტი ბოგდან ბიტიკი დაიღუპა.
გამოცემის კორესპონდენტი, კორადო ზუნინო, რომელიც რეპორტაჟს ამზადებდა უკრაინის ჯარის მიერ გათავისუფლებული ხერსონში სამოქალაქო მოსახლეობის ყოფის შესახებ, მხარშია დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულია.
იტალიის ხელისუფლების თანახმად, ზუნინო რუსეთის დრონის თავდასხმის შედეგად დაიჭრა.
La Repubblica-ს რედაქცია ამტკიცებს, რომ ჟურნალისტებს სნაიპერებმა ესროლეს.
მომხდართან დაკავშირებით უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.


