Accentnews.ge
ერდოღანი  ჰოსპიტალიზებულია – მედია

ერდოღანი  ჰოსპიტალიზებულია – მედია

26/04/2023 20:29:52 მსოფლიო

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ჰოსპიტალიზებულია.

ვრცელდება ცნობები, რომ მან სავარაუდოდ, მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო რესურსები საკუთარი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

თურქეთის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეშფოთების საფუძველი გუშინდელი ინციდენტი გახდა, როდესაც პოლიტიკოსი პირდაპირ ეთერში გახდა შეუძლოდ. 25 აპრილს საღამოს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების შემდეგ ერდოღანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს აძლევდა ტელეკომპანიების Ulke TV და Kanal 7 ჟურნალისტებს. ინტერვიუს დაწყებიდან ათ წუთში მან თავი შეუძლოდ იგრძნო. მომხდარის გამო თურქული ტელეარხები იძულებული გახდნენ, პირდაპირი ეთერი შეეწყვიტათ. ეთერი დაახლოებით 10 წუთის შემდეგ აღდგა და ერდოღანმა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. მანამდე კი, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე სამუშაო ჰქონდა და ვირუსული გასტროენტერიტით არის დაავადებული.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 26 აპრილს ედოღანის კანდიდატურის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქტივობები გაუქმდა.

"დღეს სახლში დავისვენებ, ჩემი ექიმების რჩევით", - დაწერა ერდოღანმა სოციალურ ქსელში.

ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესს“ მმართველ პარტიაში განუცხადეს, რომ ერდოღანი არც 27 აპრილის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

14 მაისს თურქეთში პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, "სამართლიანობის და განვითარების პარტიის" ლიდერის, 69 წლის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარი კონკურენტია ოპოზიციური „რესპუბლიკური ალიანსის“ კანდიდატი, 74 წლის ქემალ კილიჩდაროღლუ.

ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლის აგვისტოდან. მანამდე, 2003 წლიდან ის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S