Accentnews.ge
ირანში გავლენიანი სასულიერო პირი მოკლეს

ირანში გავლენიანი სასულიერო პირი მოკლეს

26/04/2023 20:13:53 მსოფლიო

ირანში შიიტი სასულიერო პირი აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს. მას ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მაზანდარანის პროვინციაში გაუხსნეს ცეცხლი.

სოლეიმანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

თავდამსხმელი ბანკის დაცვის სამსახურის წევრია. ის პოლიციამ დააკავა.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

88 წლის სასულიერო პირი ექსპერტთა გავლენიანი ასამბლეის წევრი იყო, ასამბლეის, რომელიც ქვეყნის სულიერ ლიდერს ირჩევს. ის 17 წლის განმავლობაში აიათოლა ალი ხამენეის პირადი წარმომადგენელიც იყო, ვიდრე 2019 წელს ამ თანამდებობას დატოვებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S