ამერიკელი გენერალი: „უკრაინა დროულად მიიღებს ყველა იმ იარაღს, რომელიც აუცილებელია მომავალი კონტრშეტევისთვის“
26/04/2023 18:31:22 მსოფლიო
უკრაინა დროულად მიიღებს ყველა იმ იარაღს, რომელიც აუცილებელია რუსეთის ჯარების წინააღმდეგ მომავალი კონტრშეტევისთვის, – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკვე მივაწოდეთ მათთვის საჭირო იარაღი და გავაგრძელებთ მიწოდებას მიმდინარე ოპერაციების მხარდასაჭერად“,- აღნიშნა კავოლიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.
მისივე თქმით, ოდესაში ამერიკელი სამხედროების წარმომადგენლები ამოწმებენ უკრაინაში ჩასულ იარაღს. მომდევნო კვირას მორიგი შემოწმებაა დაგეგმილი.
როგორც BBC აღნიშნავს, ამ განცხადებით გენერალმა იმ ამერიკელი პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება, შესაძლოა, დანიშნულების ადგილამდე არ მიდიოდეს.


