Accentnews.ge
არაა სწორი ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციის მოწოდებებში – გიორგი ანწუხელიძის ცოლი

არაა სწორი ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციის მოწოდებებში – გიორგი ანწუხელიძის ცოლი

26/04/2023 17:31:46 საზოგადოება

„მოვდივარ“ — ამ სახელწოდების აქცია-შეკრებას აანონსებს გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) 30 აპრილს, რომელიც 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე უნდა გაიმართოს.

ამ აქციისთვის სარეკლამო ბანერად, რომლის სლოგანია „არა ომს — მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, სოციალურ ქსელში გამოიყენეს, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილის ფოტო.

სავარაუდოდ ამ ფაქტს გამოეხმაურა გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში და განაცხადა, რომ მისი შვილების ფოტოების გამოყენება აქციის მოწოდებებში არასწორია.

„15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ამ ომში მონაწილე ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლით, რისკის ფასად იცავდნენ სამშობლოს, ღირსებას, თავისუფლებას. ესაა ჯარისკაცის ვალი, რომელიც ჩემმა მეუღლემ ღირსეულად მოიხადა. მიუხედავად ჩემი პირადი ტრაგედიისა, არასოდეს მიფიქრია, რომ გიორგის სხვაგვარად შეეძლო მოქცევა ან მოიქცეოდა, დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო და სამშობლოს კვლავ დასჭირვებოდა მისი სიცოცხლე“, — წერს მაკა ჩიკვილაძე.

მისი თქმით, მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს, საჯაროდ ნაკლებად დააფიქსიროს სუბიექტური მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე და მხოლოდ ისეთი შეხედულებები გამოხატოს, რომლებიც არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და არ დაემთხვევა რომელიმე საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს:

„მიმაჩნია, რომ მით უმეტეს არაა მიზანშეწონილი, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად ჩართოს რამე პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ, სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში. დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ყველა ფაქტსა და მოსაზრებაზე საკუთარი შეხედულება, ამიტომ ჩემი მოვალეობაა, სხვათა მოსაზრებებისგან მათი დისტანცირება მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სრულყოფილი საშუალება, გადაწყვიტონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია სხვადასხვა თემებზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ბავშვების უფლებები და ჩემი დამოკიდებულება. იმედი მაქვს, ეს საჯარო თხოვნა მიაღწევს ადრესატამდე, კონკრეტული ფაქტებისა და ადამიანების დასახელების, ზედმეტი განხილვების გარეშე“, — წერს მაკა ჩიკვილაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S