Accentnews.ge
უკრაინამ და რუსეთმა კვლავ გაცვალეს ტყვეები

უკრაინამ და რუსეთმა კვლავ გაცვალეს ტყვეები

26/04/2023 15:39:49 ევროპა

უკრაინამ და რუსეთმა კიდევ ერთხელ გაცვალეს სამხედრო ტყვეები. შინ დაბრუნდა 44 უკრაინელი და 40 რუსი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის ცნობით, უკრაინაში დაბრუნებულთა შორისაა 36 რიგითი და 6 ოფიცერი. ესენი არიან სამხედროები, ეროვნული გვარდიის მებრძოლები და მეზღვაურები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვეობიდან დაბრუნდა 40 სამხედრო.

რუსული პროპაგანდისტული მედიარესურსები იუწყებიან, მათ მოსკოვში ჩაიყვანენ მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით.

16 აპრილს, ერმაკის ცნობით, უკრაინაში რუსეთიდან 130 სამხედრო დაბრუნდა. 24 მარტს უკრაინამ რუსეთს გადასცა მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვეები, რომელთა ტრანსპორტირებაც შეიძლებოდა. საკოორდინაციო შტაბის თანახმად, რუსეთის მხარეს გადაეცა ყველა მძიმედ დაჭრილი ტყვე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S