კვიპროსში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის შენობა დაიწვა
26/04/2023 14:35:05 მსოფლიო
კვიპროსში, ნიქოზიაში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
ცენტრის ხელმძღვანელის, ალინა რადჩენკოს მტკიცებით, ცენტრს "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს.
„იყო ორი ძლიერი დარტყმა, კედელს და ჭერს ცეცხლი გაუჩნდა.
ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ შენობა ალყა შემოარტყა და ადგილზე მობილიზებულ იქნენ მეხანძრე-მაშველები“, - განაცხადა მან.ხანძარმა რამდენიმე სართული მოიცვა.
ცეცხლის ჩაქრობაში ხუთი სახანძრო მანქანა მონაწილეობდა, – იუწყება РБК ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. უწყების ცნობით, შენობაში რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა.
როგორც იტყობინებიან, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თავად ხანძარი კი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.


