Accentnews.ge
უკრაინა ევროკავშირის როუმინგის ზონას შეუერთდება

უკრაინა ევროკავშირის როუმინგის ზონას შეუერთდება

26/04/2023 13:09:39 მსოფლიო

უკრაინამ და ევროკავშირმა დაასრულეს ოფიციალური პროცედურები, რომლებიც საჭირო იყო ევროკავშირის როუმინგის ზონასთან შეერთებისთვის, ასოცირების შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულაციების განხორციელების ეროვნული კომისია ავრცელებს.

შესწორებების შეტანის პროცედურის დასრულებით უკრაინას გზას გაეხსნა ევროკავშირის როუმინგის ზონასთან.

ევროკავშირის როუმინგის ზონასთან უკრაინის შეერთებას ევროპულმა საბჭომ მხარი 18 აპრილს დაუჭირა და გზა გაუხსნა ამის შესახებ ორმხრივ გადაწყვეტილებას.

2022 წლის სექტემბერში ევროპის კომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის როუმინგის ზონას შეუერთდებოდა. უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა მანამდე, ჯერ კიდევ ივლისში, თქვა, რომ უკრაინა ევროკავშირის როუმინგის ზონასთან შეერთებას გეგმავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S