Accentnews.ge
გერმანული "ჰაიდელბერგი" გავიდა - ცემენტის ქარხანა ივანიშვილმა, რუხაძემ და ბეჟუაშვილმა გამოისყიდეს

გერმანული "ჰაიდელბერგი" გავიდა - ცემენტის ქარხანა ივანიშვილმა, რუხაძემ და ბეჟუაშვილმა გამოისყიდეს

26/04/2023 12:57:18 ეკონომიკა

საქართველოში ცემენტისა და ბეტონის უმსხვილესი მწარმოებლის “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” მფლობელთა რიგებში ცვლილებებია, – იუწყება BM.GE. გერმანული ჰოლდინგი Heidelberg Materials ქარხანას ტოვებს. Heidelberg-ის საკუთრებაში არსებული 45%-იანი წილი კომპანიის პარტნიორმა “ცემენტ ინვესტმა” გამოისყიდა.

თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიის პარტნიორები ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი; ირაკლი რუხაძის ჰანიველ პარტნერსი და ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის ოჯახია.

“ცემენტ ინვესტი” ჰაიდელბერგის პარტნიორი 2017 წლიდან გახდა, მას შემდეგ კომპანიამ ქარხნის და საწარმოო სიმძლავრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა.

ტრანზაქციამდე ქარხნის ბენეფიციარი მესაკუთრეების სია ასეთი იყო:

45% - ჰაიდელბერგ მატერიალსი45% - თანაინვესტირების ფონდი და ჰანიველ პარტნერსი (ერთობლივად);10% - დავით ბეჟუაშვილის ოჯახი.

უცნობია ზუსტად როგორ გადანაწილდა წილები პარტნიორთა შორის "ჰაიდელბერგ მატერიალსის" გასვლის შემდეგ.

თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საწარმო "ჰაიდელბერგის" სახელს შეინარჩუნებს, თუმცა მომავალში ბრენდის ცვლილება გამორიცხული არაა.

ამ დროისთვის საჯაროა "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება. პერიოდის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 415 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მისი წმინდა მოგება 93.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამასთან, ქარხნის აქტივების ღირებულება 513 მილიონ ლარს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S