ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
26/04/2023 12:52:34 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, უკრაინის პრეზიდენსტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს სი ძინპინს შორის სატელეფონო საბარი გაიმართა.
ზელენსკიმ სი ძინპინთან საუბარს „ხანგრძლივი და შინაარსიანი“ უწოდა. მისმა პრეს–მდივანმა დააზუსტა, რომ საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძლედა.
„მჯერა რომ ეს ზარი და ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უკრაინის ელჩის დანიშვნა ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ჩინური მედიის ცნობით, პეკინი კიევში სპეციალურ წარმომადგენელს გაგზავნის, რომელიც ომში მყოფ მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მარტში სი ძინპინი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, გაზეთი Wall Street Journal წერდა რომ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური ზელენკისთან საუბარს გეგმავდა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ საუბარს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში პეკინის როლის გაძლიერება უნდა წარმოეჩინა. ჩინეთმა თებერვალში ომის დასასრულებლად თავისი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. პეკინმა სთავაზობდა ცეცხლის შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრას - კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტი ზოგადი ფრაზებისგან შედგება და არ სთავაზობს მათი განხორციელების გზას.


