
სახალხო დამცველმა და საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, მათ შორის სააკაშვილის საკითხზე ისაუბრეს
26/04/2023 11:12:02 პოლიტიკა, საზოგადოება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ანდრეი კასიანოვს შეხვდა.
როგორც სახალხო დამცველის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს. ისაუბრეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.