Accentnews.ge
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერდოღანმა დაგეგმილი აქტივობები გააუქმა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერდოღანმა დაგეგმილი აქტივობები გააუქმა

26/04/2023 10:36:37 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ 26 აპრილისთვის დანიშნული წინასაარჩევნო ღონისძიებები გააუქმა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

"დღეს სახლში დავისვენებ, ჩემი ექიმების რჩევით", - წერს ერდოღანი სოციალურ ქსელში.

25 აპრილს, გვიან საღამოს, ერდოღანმა შეწყვიტა პირდაპირ ეთერში ინტერვიუ, რომლის დროსაც, მისი თქმით, თავი ცუდად იგრძნო კუჭის პრობლემის გამო.

თურქეთში არჩევნები 14 მაისს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S