მედია – „თალიბანმა“ მოკლა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნეოდა
26/04/2023 09:14:31 მსოფლიო
მოძრაობა „თალიბანმა“ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლა, რომელიც 2021 წელს ქაბულის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნეოდა, – იუწყება BBC.
ამერიკელ მაღალჩინოსანთა ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი რამდენიმე კვირის წინ მოკლეს, თუმცა ამის დადასტურებას დროს დასჭირდა. ამერიკული მხარე მოკლულის სახელს არ ასაჯაროებს, უცნობია სხვა დეტალებიც.
2021 წლის აგვისტოში ქაბულის აეროპორტში აფეთქებას აშშ-ის 13 სამხედრო და 170-მდე ავღანელი ემსხვერპლნენ.


